პროექტის სახელწოდება:მონაცემთა მოპოვება,დაჯგუფება და
თვალსაჩინოდ წარმოდგენა
პროექტის მთავარი იდეა :მოსწავლეები მოიპოვებენ მონაცემებს,ან უკვე მოპოვებულს
წარმოადგენენ ცხრილების და დიაგრამების სახით
პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები ისწავლიან მონაცემების მოპოვების გზებს,მათ
დამუშავებას და სათანადოდ თვალსაჩინოდ წარმოდგენას მათი შემდგომი დამუშავებისა და გამარტივების
მიზნით
პროექტის მიზნები:მოსწავლეებს განუვითარდეს მონაცემთა მოპოვების ხერხის
შერჩევის,მოპოვებული მონაცემების ცხრილების,დიაგრამების საშუალებით წარმოდგენის უნარი.ალტერნატიული
მეთოდებიდან,ამოცანის ტიპის მიხედვით,ხელსაყრელი მეთოდების შერჩრვის გამოცდილების მიღება.გაიაზროს
მონაცემთა თვალსაჩინოდ წარმოდგენის მნიშვნელობა,შეძლოს უკვე არსებული დიაგრამების ანალიზი
მონაწილეთა ასაკი:14-15 წ
ვადები/ხანგრძლივობა:1 კვირა
მოსალოდნელი შედეგები:გამოკითხვა,პრეზენტაცია,დიაგრამების აგება
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:ადამიანურინ რესურსი,პრინტერი,exeli
დიაგრამების ასაგებად
პროექტის მსვლელობა:ვთქვად, გვაინტერესებს გამოვავლინოთ ხუთ ცნობილ ფეხბურთელს,მომღერალს,მსახიობსა
ან კალათბურთელს შორის რომელია ყველაზე პოპულარული.კლასის მოსწავლეებს დავყობ 4 წყვილად
,კენჭისყრის შედეგის მიხედვით თითოეულ ჯგუფს მიეცემათ კონკრეტული დავალება.ისინი ჩაატარებენ
გამოკითხვას, ამისათვის მათ დასჭირდებათ სიხშირეთა ცხრილები(რომლის მომზადებაც იციან
და თავად მოამზადებენ),
გამოკითხვის შედეგად
მოპოვებულ ინფორმაციას მოსწავლეები შეიტანენ სიხშირეთა ცხრილებში,დააჯგუფებენ და დაამუშავებენ.მონაცემების დამუშავების შემდეგ თვითოეული
წყვილი წარმოადგენს პრეზენტაციას,ააგებენ ჰისტოგრამებს და დიაგრამებს.
ესგ სტანდარტი:მათ.IX.11. მოსწავლეს შეუძლია მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის
ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
• აჯგუფებს რაოდენობრივ მონაცემებს ინტერვალთა კლასებში და აგებს შესაბამის ცხრილს/ჰისტოგრამას (მათ შორის, ტექნოლოგიების გამოყენებით);
• არჩევს დაუჯგუფებელ რაოდენობრივ მონაცემთა წარმოდგენის შესაფერის გრაფიკულ ფორმას, ასაბუთებს არჩევანს და ქმნის ცხრილს/დიაგრამას (ტექნოლოგიების გამოყენებით ან მის გარეშე);
• ერთი გრაფიკული ფორმით წარმოდგენილ მონაცემებს წარმოადგენს განსხვავებული გრაფიკული ფორმით და წარმოაჩენს თითოეული ფორმის ხელსაყრელ და არახელსაყრელ მხარეებს
პროექტის ხელმძღვანელი:ფიქრია ჯარიაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:jariashvilipiqria@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://fiqriajariashvili.blogspot.com/
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://fiqriajariashvili.blogspot.com/